Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > Consular Service
განცხადება ჩინეთის საელჩოს მიერ საკონსულო ლეგალიზაციის მომსახურების შეჩერების შესახებ „უცხოური ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ კონვენციაში“ ჩინეთის მიერთების შემდეგ
2023-10-27 15:31

1. 2023 წლის 8 მარტს ჩინეთი შეუერთდა კონვენციას, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას (ქვემოთ ნახსენები, როგორც „კონვენცია“). "კონვენცია" ჩინეთსა და საქართველოს შორის 2023 წლის 7 ნოემბრიდან ამოქმედდება და იგი გავრცელდება ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონსა და მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებზე.

2. 2023 წლის 7 ნოემბრიდან, ,,კონვენციის'' ფარგლებში, საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად საჭირო იქნება მხოლოდ აპოსტილის აღნიშვნა (გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს). ქართული მხარისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორმაგი ლეგალიზაცია საჭირო აღარ არის.

„კონვენციის“ ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომელთაც მოქალაქეები საქართველოში გამოიყენებენ, აღარ დასჭირდება ჩინური მხარისა და საქართველოს საელჩოს ორმაგი ლეგალიზაცია, აღნიშნული პროცედურა აპოსტილის აღნიშვნით ჩანაცვლდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ორგანო, რომელსაც ენიჭება უფლებამოსილება აღნიშნოს აპოსტილი ქვეყნის შიგნით გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებით, საკუთარ ტერიტორიაზე გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე აპოსტილის აღნიშვნის უფლებამოსილება ენიჭება რეგიონული სამმართველოების უწყებებსაც (იხილეთ დანართი). აპოსტილის შემოწმება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე: https://consular.mfa.gov.cn/VERIFY/ აპოსტილის აღნიშვნის პროცედურასა და მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო მომსახურების პორტალზე რეგისტრაციის გზით (http://cs.mfa.gov.cn/) ან კონკრეტული რეგიონული სამმართველოს ვებგვერდზე.

3. 2023 წლის 7 ნოემბრიდან ჩინეთის საელჩო საქართველოში წყვეტს დოკუმენტების საკონსულო ლეგალიზაციას. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული იმ დოკუმენტების დასამოწმებლად, რომელთა გამოყენებაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გსურთ, გთხოვთ, მიმართოთ კომპეტენტურ უწყებებს აპოსტილის აღსანიშნად.

4. „კონვენციის“ წესების მიხედვით, ქვეყნის მიერ დოკუმენტზე აპოსტილის აღნიშვნა გამოიყენება დოკუმენტში არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად, ასევე ხელმომწერი პირის იდენტიფიკაციისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ბეჭდის ავთენტურობის დასამოწმებლად. ქართული მხარის მიერ დოკუმენტზე აპოსტილის აღნიშვნა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ჩინური მხარისთვის იგი აუცილებლად მისაღები იქნება. აპლიკანტებს ვურჩევთ, რომ გაიარონ კონსულტაცია იმ კომპანიასთან/ორგანოსთან, სადაც აპირებენ აპოსტილით აღნიშნული დოკუმენტის გაგზავნას და დააზუსტონ ინფორმაცია ფორმატთან, შინაარსთან, დროსთან, თარგმანთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ გაიარონ დოკუმენტზე აპოსტილის აღნიშვნის პროცედურები.

დანართი:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეგიონული სამმართველოების სია, რომელთაც აქვთ უფლებამოსილება, აღნიშნონ აპოსტილი

(სულ 31)

ანხუის პროვინცია, ქალაქი ჩუნგცინგი, ფუძიენის პროვინცია, კუანგტუნგის პროვინცია, კუანგსის ჭუანგთა ავტონომიური რაიონი, კუიჭოუს პროვინცია, ხენანის პროვინცია, ხეილუნგძიანგის პროვინცია, ხუპეის პროვინცია, ხუნანის პროვინცია, ხაინანის პროვინცია, ძილინის პროვინცია, ძიანგსუს პროვინცია, ძიანგსის პროვინცია, ლიაონინგის პროვინცია, სიჩუანის პროვინცია, შანტუნგის პროვინცია, ქალაქი შანხაი, შაანსის პროვინცია, იუნანის პროვინცია, ჭეძიანგის პროვინცია, კანსუს პროვინცია, ხეპეის პროვინცია, შანსის პროვინცია, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი ჩანგჩუნი, ქალაქი ხარპინი, ქალაქი ნინგპო, ქალაქი ძინანი, ქალაქი ცინგტაო, ქალაქი შენჭენი

                                  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, 24.10.2023




[Suggest to a Friend]
       [Print]