Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
საქართველო და „ერთი სარტყელი, ერთი გზა"
2017/01/26

პატივცემულო ცოდნის ფონდის თავმჯდომარევ, ბატონო რექტორო, ძვირფასო ექსპერტებო, ქალბატონებო და ბატონებო, შუადღე მშვიდობის!

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს საქართველოსა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ შესახებ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისთვის. იმედი მაქვს ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიური წრეების დაახლოვებას, ამ ინიციატივის მიმართ ცოდნისა და გაგების გაზრდას და მივიღებთ რჩევებს ჩინეთისა და საქართველოს მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა.

„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, შედეგად, მიღწეულ იქნა მაღალი დონის, ყოვლისმომცველი შინაარსისა და დაბალანსებული ინტერესების მქონე შეთანხმება, საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კარგი საფუძველი აქვს.

ხალხთაშორისი კავშირები - „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩინეთ-საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაზრდას და შორეული ერების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებას. კონფუცის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის დიალოგისთვის. შარშან, კონფუცის ინსტიტუტის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ შესახებ ჩინეთში ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონფუცის ინსტიტუტს შეუძლია საინფორმაციო მომსახურება და პოლიტიკური კონსულტაციები გაუწიოს დაინტერესებულ პირებს ჩინეთისა და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, ასევე შეუძლია ჩინური კომპანიების ადგილობრივი თანამშრომლები გადაამზადოს ჩინურ ენაში. კონფუცის ინსტიტუტმა და თბილისის 20-მდე უნივერსიტეტმა და საშუალო სკოლამ უკვე აღზარდა ათასზე მეტი ჩინური ენის სპეციალისტი. ისინი დამაკვშირებელი ხიდის როლს ასრულებენ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისთვის. დღევანდელი ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მცდელობაა, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგაგების გაზრდასა და ჩინეთისა და საქართველოს მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთობლივ მშენებლობას. გისურვებთ, დღევანდელი კონფერენციის წარმატებით ჩატარებას.



[Suggest to a Friend]
       [Print]