Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩის - ძი იენჩის მიმართვა ფარნების დღესასწაულსა და ქართველი სინოლოგების მიღებაზე
(2019 წლის 19 თებერვალი 19 საათი)
2019/02/21

პატივცემულო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილევ, ქალბატონო ირინე აბულაძე,

ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო:

ძალიან მიხარია, რომ ერთად აღვნიშნავთ ტრადიციულ, ჩინურ, ფარნების დღესასწაულს.

„ფარნების დღესასწაული“ ჩინური მთვარის კალენდრით ახალი წლის პირველი თვის 15 რიცხვში აღინიშნება. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ფესტივალის შემდეგ ტარდება. ცნობილია, რომ ძველი ჩინური წელთაღრიცხვის სისტემა მთვარესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ყოველი თვის 15 რიცხვში სავსე მთვარეა. პირველი თვის 15 რიცხვი კი განსაკუთრებით იღბლიან დღედ ითვლება. სავსე მთვარე ოჯახის შეკრებისა და ბედნიერების სიმბოლოა და გაზაფხულის დადგომასაც აღნიშნავს. ამიტომ მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის მოსვლა და გისურვოთ ბედნიერება.

წელს საქართველოში ფარნების დღესასწაულის გამართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გასული წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში გამორჩეული იყო. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის იმპულსი კიდევ უფრო გაძლიერდა, განვითარების ფართო პერსპექტივა გაჩნდა და ბევრი სიახლეც გვქონდა. 2018 წელს ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. 2018 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს, რითაც 2015 წელს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას დასახული მიზანი შესრულდა. 2018 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოში და ამ მსოფლიო დონის გამოფენის საშუალებით ქართული პროდუქციისთვის ჩინური ბაზარი გაიხსნა. 2018 წელს ჩინური კომპანიები ისევ მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის მშენებლობაში, შარშან მათ განახორციელეს ყველაზე გრძელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი. დღევანდელი საღამო მხოლოდ ქართველი სინოლოგების ღონისძიება არაა, ეს ჩინელი და ქართველი ხალხის საზეიმო შეკრებაა. დღეს ჩინური ენა უკვე არის ჩინელი და ქართველი ხალხის დამაკავშირებელი ხიდი; სავაჭრო, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ხიდი; „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის ხიდი.

აქვე მინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი. 15 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობის შესახებ, რითაც საქართველოს ზოგად საგანამნათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლების დანერგვა ოფიციალურად გადაწყდა. ეს განათლების სფეროში მიღწეული დიდი წარმატებაა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას, კარგად ხედავს ჩვენ ქვეყნებს შორის განვითარების პერსპექტივებს და საზოგადოებაც ძირითადად თანხმდება ჩინური ენის საკითხზე. ამავდროულად, ეს არის საქართველოში ჩინური ენის სწავლების 35 წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობის, სინოლოგთა თაობების და ჩინური ენის პედაგოგების მიერ „ჩინური ენის ხიდის“ შექმნისათვის გაწეული თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგი. ეს კიდევ უფრო გაზრდის მის მნიშვნელობას, გავლენასა და როლს და უფრო ძლიერ სტიმულს წარმოქმნის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობისათვის.

აქვე, მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა საქართველოს განათლების სამინისტროს განსაკუთრებული ყურადღებისა და ხელშეწყობისათვის, მადლობა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა ორგანოებს მხარდაჭერისათვის, კიდევ უფრო დიდი მადლობა აქ მყოფ სინოლოგებს დიდი შრომისათვის.

წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავი და ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 27 წლისთავი სრულდება. ჩინეთი მომავალშიც განაგრძობს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობას და ორი ქვეყნის ხალხისთვის სარგებლის მოტანას. ჩინეთის საელჩო ისევ დაუჭერს მხარს საქართველოში ჩინური ენის სწავლებას, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი ადამიანი წავიდეს ჩინეთში სასწავლად, ვიზიტით, სანახავად, სემინარებზე დასასწრებად. იმედი გვაქვს, თქვენი დახმარებით ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება გაიზრდება, ჩვენთან ერთად ხელს შეუწყობთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობას და თქვენს წვლილს შეიტანთ ორივე ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში ჩინური ენის სწავლება განვითარდება, განათლების და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ჩინურ-ქართული ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავა.

ამ სავსე მთვარობისა და სიკეთის ზეიმის ჟამს, გისურვებთ ოჯახურ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას!



[Suggest to a Friend]
       [Print]