Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩის - ძი იენჩის სტატია „ერთი სარტყელი, ერთი გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმის შესახებ 
2019/04/26

2019 წლის 24 აპრილს "ჯორჯიან თაიმსის" ვებ-გვერდსა და გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - ძი იენჩის სტატია სახელწოდებით „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კვალდაკვალ, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები იზრდება“. იხილეთ სტატიის სრული ვერსია:

25 აპრილს, საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში საზეიმოდ გაიხსნება. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელი მოიყრის თავს პეკინში და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ერთობლივ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ფორუმის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ჩინეთის პრეზიდენტი - სი ძინფინგი. ამასთანავე, იგი უხელმძღვანელებს ლიდერთა მრგვალი მაგიდის შეხვედრას. მაღალი დონის ფორუმის ფარგლებში სულ 12 სესიაა დაგეგმილი. გარდა ამისა, პირველად ჩატარდება ბიზნესკონფერენცია. ლიდერთა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე დაგეგმილია ერთობლივი კომუნიკეს მიღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თემაზე ქვეყნების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური კონსენსუსის დემონსტრირებაა. ფორუმის ფარგლებში მიღწეული თანაშრომლობის შედეგები, სპეციალურ ანგარიშში - „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა: პროგრესი, წვლილი და პერსპექტივები“ გამოქვეყნდება. ბიზნესკონფერენციის ფარგლებში ასევე იგეგმება კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება. დარწმუნებული ვარ, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმი წარმატებით ჩაივლის და ნაყოფიერ შედეგებს მოგვიტანს.

როგორც ერთ დროს პრეზიდენტმა სიმ თქვა, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჩინეთიდან მოდის, მაგრამ შესაძლებლობები და შედეგები მთელს მსოფლიოს ეკუთვნის. 2013 წელს მისი გაჟღერების შემდეგ, სარტყელისა და გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები აქტიურად ჩაერთვნენ ინიციატივაში. დღეისათვის, ჩინეთთან უკვე 123 ქვეყანამ და 29 საერთაშორისო ორგანიზაციამ გააფორმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის დოკუმენტი. 2013-2018 წწ. ჩინეთსა და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთანავე, ჩინეთი 25 მონაწილე ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში 244 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ უკვე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობის პლატფორმა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი პროდუქტია.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა. იგი იყო ჩინეთთან „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების პიონერი. ამასთანავე, თბილისში ორჯერ ჩატარდა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმი. საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს ინიციატივის მნიშვნელობა და მისი ფართო პერსპექტივები და ქართულ საზოგადოებას მასში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ბიზნესის კეთების გარემოს, ეკონომიკურ აქტივობას, განვითარების პოტენციალს და სხვა ხელსაყრელ პირობებს; მტკიცედ უწყობს ხელს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში მასთან თანამშრომლობის განვითარებას, რისი ადრეული შედეგებიც უკვე სახეზეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2017 წლის მაისში ხელს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის 1-ლი ფორუმის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. მან ძლიერი სტიმული მისცა ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

2018 წლის ნოემბერში, საქართველოს პრემიერი - მამუკა ბახტაძე შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპოს დაესწრო, სადაც პრეზიდენტმა სიმ და პრემიერმა ბახტაძემ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. 2018 წელს ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს - 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც 2015 წელს ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების მიერ დასახული მიზანი შესრულდა. დღეს ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მესამე საექსპორტო ბაზარია. ოცდაათამდე ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ეკონომიკური ზონების, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ფინანსთა, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა დარგების განვითარებაში. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველო თანდათან უფრო პოპულარული ხდება ჩინელი ტურისტებისთვის. 2018 წელს მათი რაოდენობა თითქმის 90%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყნებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაც გამუდმებით ძლიერდება. ჩინურ უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო ქართული ენის სწავლება, ხოლო საქართველოში შეიქმნა კონფუცის ინსტიტუტი და კონფუცის კლასი. საქართველოში უკვე ათას სტუდენტზე მეტი ეუფლება ჩინურ ენას. ამა წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგად საგანამნათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობის შესახებ და ჩინურ ენას მეორე უცხო ენის სამართლებრივი სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ერთობლივად დააფუძნეს „ჩინეთის კვლევითი ცენტრი“. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის შედეგად, ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობიდან უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ეკონომიკური კავშირები ღრმავდება და ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა იზრდება.

ჩინეთის მთავრობის მიწვევით, საქართველოს ვიცე პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი „ერთი სარტყელი, ერთი გზის „საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის მე-2 ფორუმზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. იმედი გვაქვს, რომ ერთად გამოვიყენებთ ამ ფორუმის შესაძლებლობებს, ერთად დავსახავთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის გეგმებს, ხელს შევუწყობთ თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.



[Suggest to a Friend]
       [Print]