Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩი - ძი იენჩი ნერგების ფესტივალს დაესწრო
2019/06/11

დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - იური ნოზაძე გლდანის რაიონში გამართულ ნერგების ფესტივალს დაესწრნენ. საქართველოში ჩინეთის საელჩო უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც ხეების დარგვის ღონისძიებას ატარებს. წელს მასში ოცამდე ჩინური კომპანია მონაწილეობდა და მათ ქალაქ თბილისს ასამდე ნერგი აჩუქეს.

ელჩმა და მინისტრის მოადგილემ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ნიშნად ერთი ხე დარგეს. ძი იენჩიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური მისიის დამთავრებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, გამოსამშვიდობებელი მიღების ნაცვლად, ნერგების ფესტივალში მონაწილეობით დამშვიდობებოდა ქართველ ხალხს, თბილისელებსა და თანამემამულეებს. მან ისურვა, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ ხეებივით ძლიერი და მაღალი გაზრდილიყოს და ბევრი ნაყოფი მოესხას.

 

ჩინეთის ელჩის - ძი იენჩის მიმართვა 2019 წლის ნერგების ფესტივალზე

მივესალმები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, პატივცემულ ბატონ იური ნოზაძეს, მივესალმები პატივცემულ ჯიბითაიმსის წარმომადგენლებს, მივესლამები ჩინური კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ყველა ქალბატონსა და ბატონს!

მოხარული ვარ, რომ ყველასთან ერთად ვმონაწილეობ ნერგების ფესტივალში. ჩინეთის საელჩო ზედიზედ მესამედ ატარებს ყოველწლიურ ნერგების ფესტივალს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მერიას ღონისძიების მხარდაჭერისათვის, მადლობას ვუხდი ჩინეთის სავაჭრო პალატასა და ჯიბითაიმსს სრულყოფილად მომზადებისა და ორგანიზებისათვის, მადლობას ვუხდი საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიებს აქტიური მონაწილეობისათვის.

წელს 70 წელი სრულდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან. 70 წლის განმავლობაში ჩინელმა ხალხმა საკუთარი შრომისმოყვარეობისა და დაუზარელი მონდომების წყალობით მიაღწია რთულად მოსაპოვებელ აღმშენებლობის წარმატებას, საკუთარი თავისათვის შექმნა მწვანე, ულამაზესი, ბედნიერი მხარე. წელს ასევე სრულდება 40 წელი მას შემდეგ, რაც ჩინეთმა სამართლებრივად დააწესა ნერგების დარგვის დღე. 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერისა და ჩინელი ხალხის მონდომების წყალობით, ჩინეთის ტყით დაფარული ტერიტორია გაორმაგდა, მსოფლიო მცენარეული საფარის გაზრდის მხრივ, ჩინეთი გაღებული წვლილის მიხედვით პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. ხელოვნურად შექმნილი ტყის ფართობით ჩინეთი მსოფლიოში პირველია, რითაც მუდმივად ხორცს ასხამს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ წამოყენებულ თეორიას იმის შესახებ, რომ „კამკამა წყლები და მწვანე მთები არის ოქროსა და ვერცხლის მთები“.

გუშინ, 9 ივნისს, 27 წელი შესრულდა ჩინეთ-საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. 27 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო იცავენ თანასწორი მეგობრობისა და ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის პრინციპებს, ორმა ქვეყანამ ხელი შეუწყო ურთიერთობების განვითარებასა და „სარტყელი და გზის“ პროექტის მშენებლობაში მიაღწია მრავალ მნიშვნელოვან წარმატებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ვანგ ი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, რითაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალი გვერდი გადაიშალა. დღეს ჩვენ მიერ დარგული ყოველი ნერგი არის ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის, განვითარებისა და იმედის ხე. მჯერა, რომ ეს ნერგები ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტი განვითარების კვალდაკვალ აუცილებლად გაიზრდება და მიწვდება ცას და მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს.

გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და განსაკუთრებულ მადლიერებასა და პატივისცემას გამოვხატავ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებისადმი, რომლებიც მონაწილეობენ დღევანდელ ღონისძიებაში. თქვენ საქართველოში ძალებს არ იშურებთ, მთელი მონდომებით შრომობთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის, უფრო მეტად კი, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლები და მონაწილეები ჩინეთ-საქართველოს „სარტყელი და გზის“ პროექტის ერთობლივ მშენებლობაში. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული საქართველოს სხვადასხვა სოციალური სარგებლის მომტან პროექტში. თქვენ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების, საზღვარგარეთ მყოფი ჩინელი ხალხის სახის ჩამოყალიბებისა და ჩინეთის დიდი სახელმწიფოს სახის წარმოჩენის მხრივ მნიშვნელოვანი სამსახური გასწიეთ. ჩემთვის პატივია , რომ საქართველოში ჩინეთის ელჩის მისიის დასრულების პერიოდში ყოველ თქვენგანთან ერთად ვმონაწილეობ მორიგ ნერგების ფესტივალში. გადაწყვეტილი მაქვს, რომ გამოსამშვიდობებელი მიღება არ გაიმართოს, დღევანდელი ღონისძიება ატარებს ყველასთან გამომშვიდობების დატვირთვას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის სავაჭრო პალატასა და ჩინურ კომპანიებს ჩემი მუშაობის პერიოდში მხარდაჭერისათვის. იმედი მაქვს, მომავალშიც გააგრძელებთ გამორჩეული სტილით მუშაობას, გააღრმავებთ თანამშრომლობას, დანერგავთ სიახლეებს, გააძლიერებთ მეგობრობას, წვლილს შეიტანთ ჩინეთ-საქართველოს მიერ „სარტყელი და გზის“ პროექტის განხორციელებაში და თქვენი შრომა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს!

დიდი მადლობა!



[Suggest to a Friend]
       [Print]