Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის დახმარების პროექტის ფარგლებში თბილისში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია გაიმართა
2019-04-19 20:04

2019 წლის 19 აპრილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი თბილისში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას დაესწრო. ჩინეთის მთავრობის სახელით, ბატონმა ძი იენჩიმ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერეს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობის" მიღება-ჩაბარების აქტს.

ძი იენჩიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაუდებელი თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს უსასყიდლოდ გადასცა 9 მილიონი ჩინური იუენის ღირებულების შემასხურებლით აღჭურვილი 20 ერთეული ტრაქტორი და 20 ერთეული პიკაპის ტიპის მანქანა. ბატონი ძი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი შეძლებს აზიური ფაროსანას შემოსევასთან გამკლავებას. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისათვის ჩინეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გამოხატა ამჯერად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობის გადმოცემისათვის.



[Suggest to a Friend]
       [Print]